
პროექტის სახელი: ”ომის ნამდვილი სახე”
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეეები განიხილავენ XX ,XXI საუკუნეებში მომხდარ ომებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს: I მსოფლიო ომს,II მსოფლიო ომს, ვიეტნამის ომს, აფხაზეთის ომს და ახლანდელ რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს. . .
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეეები ჩაატარებენ ომის ისტორიულ კვლევას და შეეცდებიან მოძებნონ პასუხი შემდეგ კითხვებზე:
- როდის მიმდინარეობდა ეს ომი?
- რა იყო ამ ომის მიზეზი?
- რომელი სახელმწიფოები იყვნენ ამ ომში ჩართულნი?
- შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?
- რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ამ ომების ისტორიიდან, რა შეიძლება ვიღონოთ მსოფლიოში მშვიდობის დასამკვიდრებლად?
მონაწილეები მოახდენენ ომის ვიზუალიზაციას: ნახატების(მაგ.გრაფიტის სტილში), სპექტაკლების, წარმოდგენა-პერფომანსის, ფოტო-კოლაჟების საშუალებით .
მოუსმენენ ომის თემატიკის მუსიკალურ კომპოზიციებს(მაგ. ხალხურ და სხვა სტილის სიმღერებს " Pink floid"-"The final cut", "შავლეგო" . . .)
ნახავენ ამ თემატიკაზე შექმნილ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს (მაგ.მხატვრული ფილმები: “ჯარისკაცის მამა”, "ღიმილის ბიჭები", "გასეირნება ყარაბახში", შინდლერის სია", "ფორესტ გამპი", “ გზა გვანტანამოსკენ" . . . დოკ. ფილმები: "უხილავი ომი", "ნადირობა ჰიტლერის მეცნიერებზე" . . .) რის შემდეგაც სხვადასხვა ფორმით შეეცდებიან შთაბეჭდილებების გადმოცემას (ესე, ნახატი, აპლიკაცია).
ასევე განიხილავენ ომის თემატიკაზე შექმნილ მხატვრების ტილოებს (მაგ. ფიროსმანის, ედგარ მუნკის "ყვირილი", პიკასოს "გერნიკა", სალვადორ დალის "ომის სახე", "სამოქალაქო ომის წინათგრძნობა" , ვერეშაგინის “ომის აპოთეოზი”. . . ).
წაიკითხავენ და მოაწყობენ დისკუსიას ომის თემატიკაზე შექმნილ პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებზე: (მაგ.ტოლსტოის, ჰემინგუეის,რემარკი,ასათიანი,ნიშნიანიძე . . .)
აიღებენ ინტერვიუებს II მსოფლიო,ერაყის, აფხაზეთის მონაწილეებისაგან ,შექმნიან ბუკლეტს,
დასდებენ მოწოდებას www.petition.ge -ზე (მაგ. საქართველოში რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ! . . , No war! . . .)
მონიშნავენ http://www.panoramio.com/ -ზე იმ სახელმწიფოების ტერიტორიებს, რომლებიც ხვადასხვა ომების დროს საომარ მოქმედებებში იყვნენ ჩართულნი.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 8-10, 11-12, 13-17 // III-V, VI-VII, VIII-XII
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე(ნებისმიერი 3 თვე სასწ. წლის განმავლობაში
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ნახატების, ესეების კონკურსი; ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, ინტერვიუები, დისკუსიები, სპექტაკლი, წარმოდგენა-პერფომანსი, ფილმების განხილვა, მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა, დისკუსია მაგ.თემაზე-"ომი და ეკოლოგია", "ომი და რელიგია". . . სამხედრო-პატრიოტული თამაშობების ჩატარება, შიდა-სასკოლო გუნდური წერა თემაზე “ომის ნამდვილი სახე”. . .
მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი: ნახატები, ესეები, სლაიდ შოუ,სპექტაკლი ,
ფოტო-კოლაჟი, ვიდეო-ფილმი, პრეზენტაცია, ლექსი, წარმოდგენა-პერფომანსი, ესე, საიტი, ბლოგი, ელ.ჟურნალი, ბუკლეტი, პეტიცია, გუნდური ნაწარმოები თემაზე “ომის ნამდვილი სახე. . .”

სარგებელი სხვებისთვის: ადამიანები რომლებიც გაეცნობიან პროექტის შედეგებს (ნახატებს, ესეებს, ფოტო და ვიდეომასალებს. . .) დაინახავენ, თუ რა შემზარავი სახე აქვს ბავშვების თვალებით დანახულ ომს და მომავალში შესაძლო მსგავს კონფლიქტურ სიტუაციებში, იქნებიან უფრო ფრთხილები და უფრო იოლად მოძებნიან უომრად შეთანხმების გზებს.
სამუშაო ენა:ქართული
ინგლისური
რუსული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში:
- ლიტერატურაში(განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს: წერას, კითხვას, მოსმენას,საუბარს. შესძლებენ ნაწარმოებში ასახული მოვლენებისა და პრობლემების სუბიექტურ გამოცდილებასთან უკეთესად დაკავშირებას.),
- ისტორიაში (შეისწავლიან ისტორიულ კვლევასა და ინტერპრეტაციას- კონფლიქტების მიზეზებს, განვითარებასა და შედეგებს, დაახასიათებენ საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის საჭირო პირობებს, გაუჩნდებათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღების სურვილი),
- ხელოვნებაში (ომის თემაზე შექმნილი ნახატების,მუსიკალური კომპოზიციების, კინო-ფილმებისა თუ ლიტერატურული ნაწარმოებების მიმოხილვით, სპექტაკლის,წარმოდგენა-პერფომანსის ,ნახატების შესრულებით, ფოტო - ვიდეო გადაღებებით შესძლებენ ამ საგნის უნარების გაუმჯობესებას).
- სამართალში (მოიძიებენ ომის განმავლობაში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონების დარღვევის ფაქტებს).
- ეკოლოგიაში (განიხილავენ ომის განმავლობაში მომხდარი ეკოლოგიური კრიზისის ფაქტებს,განიხილავენ გარემოს დაცვის პრობლემებს)
- გეოგრაფია(გაიუმჯობესებენ რუქაზე ორიენტირების უნარს, დაიტანen კონტურულ რუკაზე საზღვრებს)
- უცხო ენები (გაიუმჯობესებენ ენების ცოდნას)
- რელიგია (მიმოიხილავენ რელიგიურ ასპექტს ომის მიმართებაში)
- ფიზიკური აღზრდა (მიმოიხილავენ ოლიმპიური თამაშების ისტორიას, ჩაატარებენ აქტივობას სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების აღზრდის მიზნით)
- ისტ.ტექნოლოგიებში ( გაიუმჯობესებს სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის უნარებს:Power Point,Mowie Maker, Picture Manager. . .)
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
- ქ. კიევის №280 ლიცეუმი
- ქ.თბილისის№16 საჯარო სკოლა - რუსუდან ხმიადაშვილი - ისტორიის პედაგოგი.
- ქ.თბილისის №16 საჯარო სკოლა - იზოლდა ჯმუხაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
- ქ.თბილისის №63 საჯარო სკოლა-ქეთი ღონღაძე - ფიზიკის პედაგოგი
- ქ.თბილისის №75 აჯარო სკოლა - სოფო ლატიპაშვილი
- ქ.თბილისის №78 საჯარო სკოლა - მთვარისა უგულავა - ისტორიის პედაგოგი
- ქ.თბილისის №78 საჯარო სკოლა - მაია ბაზღაძე
- ქ.თბილისის № 82 საჯარო სკოლა - ია აფთარაშვილი -ინფ მენეჯერი
- ქ.თბილისის № 83 საჯარო სკოლა - ელისო ლობჟანიძე
- ქ.თბილისის №143 საჯარო სკოლა - მაია კობახიძე - ინფ. მენეჯერი.
- ქ.თბილისის № 144 საჯარო სკოლა - მარი გამცემლიძე
- ქ.თბილისის №152 საჯარო სკოლა - ცისანა კიკვილაშვილი
- ქ.თბილისის №165 საჯარო სკოლა - ნინო სახელაშვილი ისტორიის პედაგოგი
- ქ.თბილისის №166 საჯარო სკოლა - ირმა გოცირიძე - ხელოვნების პედაგოგი
- ქ.თბილისის №169 საჯარო სკოლა - მაკო კიკაბიძე - ინფ. მენეჯერი
- ქ.თბილისის №170 საჯარო სკოლა - სიუზანა გენგაშვილი - ინფ. მენეჯერი,ლ.შაუთიძე- ისტორიის პედაგოგი
- ქ.თბილისის №177 საჯარო სკოლა -
- ქ.თბილისის №180 საჯარო სკოლა - ლალი როინიშვილი -
- ქ.თბილისის №181 საჯარო სკოლა - ხათუნა მეტონიძე - ქართული ენისა და
ლიტერატურის პედაგოგი - ქ.თბილისის №182 საჯარო სკოლა- მაკა ღლონტი - ინგლისური ენის პედაგოგი
- ქ.თბილისის №182 საჯარო სკოლა-ნინო თხელიძე - ინფ. მენეჯერი
- ქ. თბილისის №182 საჯარო სკოლა-ელზა რუხაძე -ინგლისურის პედაგოგი
- ქ. თბილისის №207 საჯარო სკოლა - მაია ჟიჟილაშვილი, ლიკა ჩახაია, მარინა
ჩორგოლაშვილი - ქ. თბილისის №207 საჯარო სკოლა
- ფოტომოყვარულთა საინიციატივო ჯგუფი
- ქ. გორის №1 საჯარო სკოლა - ცერაძე ვალერი-ისტორიის პედაგოგი,მაკა
ნუცუბიძე-ინფორმაციული მენეჯერი - ქ.გორის №1 საჯარო სკოლა-ეთერ არჩვაძე - ისტორიის პედაგოგი
- ქ.გორის №3 საჯარო სკოლა - ქეთინო გორგიშელი - დაწყ. სკოლის პედაგოგი
- ქ.გორის №3 საჯარო სკოლა - ნანა მეტრეველი - დაწყ. სკოლის პედაგოგი, ნინო დათიაშვილი-ინფ. მასწავლებელი
- ქ.გორის №3 საჯარო სკოლა - ქეთინო თოდაძე - ფიზ. აღზრდის პედაგოგი
- ქ.გორის №3 საჯარო სკოლა - თეა კასრაძე - ისტორიის და რელიგიის პედაგოგი
- ქ. გორის №4 საჯარო სკოლა -მანანა მუზაშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის
პედაგოგი - ქ. გორის №4 საჯარო სკოლა - ანა სრესელი - სამართლის პედაგოგი
- ქ.გორის №6 საჯარო სკოლა - იულიანა პეტროვა- რუსული ენის პედაგოგი
- ქ . გორის№7 საჯარო სკოლა - მაია მიხანაშვილი,თეა ხუროშვილი - ინფ. მენეჯერი
- ქ. გორის №8 საჯარო სკოლა - ნათია საძაგლიშვილი - ისტორიის პედაგოგი
- ქ. გორის №9 საჯარო სკოლა
- ქ.გორის №10 საჯარო სკოლა - თამარ ჯოლბორდი - ინფ მენეჯერი, ანგელინა დავითიშვილი- ისტორიის პედაგოგი.
- ქ. გორის №12 საჯარო სკოლა - ეკა მაისურაძე - ისტორიის პედაგოგი
- ხიდისთავის საჯარო სკოლა - თამარ ნონიკაშვილი - ისტორიის პედაგოგი-
სოფიკო სომხიშვილი-ინფ. მენეჯერი - ხელთუბნის საჯ.სკოლა - ბელა ჩადუნელი - სტორიის პედაგოგი,შალვა იოსებიძე - ინფ.მენეჯერი
- ტირძნისის საჯ.სკოლა - ზეინაბ ჯალაბაძე - ინფ.მენეჯერი
- კარალეთის საჯ. სკოლა
- ქ.რუსთავის №2 საჯარო სკოლა - ბედენაშვილი ხათუნა - ინგლისური
ენის პედაგოგი - ქ..რუსთავი №17 საჯარო სკოლა - რუსუდან ბუიშვილი
- ქ.რუსთავის №18 საჯარო სკოლა - ნინო მჭედლიძე - ინფ.მენეჯერი
- ქ.რუსთავი №20 საჯარო სკოლა - ნანა ბიჭიაშვილი - ისტორიის პედაგოგი
- ქ. რუსთავის№22 საჯარო სკოლა - ჩხიკვიშვილი ქეთევანი - დაწყ. სკოლის
პედაგოგი - ქ.რუსთავის №23 საჯარო სკოლა -შორენა ბეჟიტაშვილი
- ქ. ხაშურის №7 საჯარო სკოლა -მაყვალა ტალახაძე ისტორიის პედაგოგი, ციური ინასარიძე ინფ მენეჯერი, მათემატიკა-ფიზიკის პედაგოგი
- ქ. ხაშურის №6 საჯ.სკოლა - მანანა კაპანაძე
- ქ. ქუთაისი №21 საჯარო სკოლა -ნანა ცანავა-ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
- ქ. ბათუმი №2 საჯარო სკოლა
პროექტის ფასილიტატორი სახელი: ელენე ხაჩიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: elenkhachidze@gmail.com /
პროექტის ფორუმი: დისკუსია “Iearn” - ზე პროექტი: "ომის ნამდვილი სახე"
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
faceofware.blogspot.com
პატივცემულო მასწავლებლებო და მოსწავლეებო, თქვენი ნამუშევრები უნდა გამოაქვეყნოთ https://www.blogger.com/start-ზე შექმნილ საიტზე, რის შემდეგაც უნდა შემატყობინოთ თქვენს მიერ გაკეთებული ბლოგების ბმულები ჩემს ელფოსტაზე ან პროექტ: "ომის ნამდვილი სახე"-ს დისკუსიაში.
პატივისცემით,
ელენე ხაჩიძე
105 комментариев:
msurs mivigo tkvens mier shemotavazebul proektshi monawileoba.
ომის თემა ყოველთვის აქტუალური იყო კაცობრიობის ისტორიაში.ამ საუკუნეში ხომ ჩვენს თავზეც გადაიარა ომის შიშმა.ამ პროექტით კიდევ ერთხელ გადაევლება ცხოვრებას თვალი,ადამინურ განცდებს და ფიქრებს.გმერთმა გვაშოროს ომი...........ნათია ტლაშაძე.ხიდისთავის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი.
me gaxlavart q. Rustavis me-2 skolis inglisuri enis pedagogi. samushao jgufshi maximum 10 bavshvi ikneba chartuli. me mainteresebs ufro konkretulad rogor gavartva tavi am kvelapers. ras mirchevdit.
ომი საშინელებაა, ვცდილობ დავივიწყო ყველაფერი, რაც გადავიტანეთ, მაგრამ ძნელად გამომდის... ომში გამარჯვებული და დამარცხებული არ არსებობს...
ღმერთო, ყველა ქვეყანას აშორე ომი...
პროექტი საუკეთესოა და იმედი მაქვს ბევრი მასწავლებელი და მოსწავლე შეუერთდება...
ხიდისთავის საჯარო სკოლა.
ბიოლოგიის მასწავლებელი თეა ნონიკაშვილი.
ძალიან აქტუალურია ომის თემა ყოველთვის.ეს ყველაფერი ზვენ თავზეც გამოვცადეთ.ომში გამარჯვებული არ არსებობს.ღმერთმა გვაშოროს...და მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება მოგვცეს.
ნათია საძაგლიშვილი #8 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი
OMIS SASHINELEBA CHEMS TAVZE GAMOVCADE.MSURS DAVIVIWKO, MAGRAM VER SHEVDZELI.GMERTMA GVASHOR KIDEV ERTI OMI.MSHVIDOBAM DAISADGUROS SAQARTVELOSHI.
GORIS # 8 SAJARO SKOLIS GEOGRAFIIS MASWAVLEBELI MZIA PAVLIASHVILI.
tqveni proeqti dzalian aqtualuri da sainteresoa. omi sashinelebaa, gmertma gvashoros omi da mshvidobian saqartveloshi gvacxovros.
vimedovneb tqvens proeqts bevri mascavlebeli da moscavle gamoexmaureba
მოგესალმებით ხათუნა,
სასიამოვნოა, რომ გადაწყვიტეთ ჩვენს პროექტზე მუშაობა.
მე გირჩევდით, პირველ რიგში აირჩიოთ რა მიმართულებით იმუშავებთ,შემდეგ რა აქტივობებს გამოიყენებთ. . .
მაგალითად, რადგან თქვენ ხართ ინგლისურის მასწავლებელი თქვენ შეგიძლიათ ბავშვებს შესთავაზოთ პატარა ესეების დაწერა ინგლისურ ენაზე ,რომლის მიზანი იქნება მოუყვნენ მსოფლიოს მათი თვალით დანახული ომის შესახებ, შეგიძლიათ დაურთოთ ფოტო-ვიდეო მასალაც.
გისურვებთ წარმატებებს
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
ომი საშინელებაა, დაგვიფაროს ღმერთმა.
ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ.
ომი საშინელებაა. ის ხომ სახელმწიფოებს შორის არსებული კონფრონტაციის გადაწყვეტაა სამხედრო ძალების გზით. არამც თუ ომი, ომზე ფიქრიც კი შემზარავია, ადამიანს უკარგავს ყველაფრის ხალისს და უნარს, თრგუნავს და ფსიქიკას ურყევს.
ქართველ ხალხს მთელი თავისი არსებობის მანძილზე ათასგვარი რჯულის თუ ეროვნების მტერი ესხმოდა თავს, მაგრამ ქართველი ხალხის გმირული თავგანწირვით საქართველო არ დაცემულა და დღემდე მოაღწია.
დღეს, 21-ე საუკუნეში ქართვლი ხალხი კვლავ საფრთხის წინაშე დგას. იგი კარგავს უდიდეს ტერიტორიებს აფხაზეთის და ოსეთის სახით. სულ რაღაც ერთი თვის წინ საქართველო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. დაიბომბა ჩვენი ქალაქი და მისი შემოგარენი რუსი აგრესორების მიერ, დაინაღმა ტერიტორიები. მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა.
ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დამთავრებული. მოსახლეობა კვლავ დაძაბული და შეშინებულია.
მართლაც რომ საშინელებაა ომი.ყველა, დიდი თუ პატარა ომის თემაზე ლაპარაკობს
ჩემი აზრით, თქვენი პროექტი ,,ომის ნამდვილი სახე" დროულია და ზუსტად შეეფერება დღევანდელობას. მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტზე მუშაობით, პიროვნება მიიღებს შვებას, თავის სათქმელს იტყვის სხვა, უფრო ,,ლამაზი" ფორმით. პარალელურად შეიძენს ახალსაც. კერძოდ გაიგებს პროექტებზე მუშაობის პრინციპს, ისწავლის პროექტის წერას, გაიხსენებს როგორც ჩვენი, ისე მსოფლიოს ისტორიას. წაიკითხავს ბევრ ახალ ინფორმაციასაც, ისწავლის ინფორმაციის მოპოვება დამუშავებას და რაც მთავარია უფრო კარგად დაეუფლება თანამედროვე ტექნოლოგიებს, ისწავლის პრეზენტაციების მოწყობას და ა. შ.
პირადად მე, ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი და შევეცდები რომ ვიმუშავო ამ პროექტის ირგვლივ. გადაწყვეტის შემტხვევაში შეგეხმიანებით აუცილებლად
დიდი მადლობა დღეისათვის ასეთი აქტუალურ თემაზე მოწოდებული პროექტისათვის.
P.S.ცოტა ვრცელი კომენტარი გამომივიდა, მაგრამ როგორც ყველა გორელი, მეც ,,ომგამოვლილი" ვარ და სათქმელი დამიგროვდა ომის თემაზე და შევეცდები ჩემი ,,საუბარი" პროექტზე მუშაობის დროს გავაგრძელი.
ხათუნა ტაბიძე
გორის მე-9 საჯარო სკოლა
omi sashinelebaa,amas vpikrob bevri laparaki ar chirdeba,magram 21-e saukuneshi omis sinamdviles,omis kartsetskhls tu sakutar tavze gamovtsdidi amas ver tsarmovidgendi.stsored aman gadamatskvetina proektis dasatserad amerchia stsored omis tema...eka maisuraze.Goris 12 sajaro skola.
პროექტი ავირჩიე, რადგან მიმაჩნია, ეს საკითხი დღეს ძალზე აქტუალურია. როგორია ჩვენი თვალით დანახული სახე, მინდა ჩვენი ბავშვების თაობამ დღევანდელი დღის გადახედიდან კიდევ უფრო მეტად შეიგრძნონ მშვიდობის ფასი და მომავალშც როცა ისინი უკვე დიდები იქნებიან, ხმამაღლა და გაბედულად უთხრან ომს-არა.
nana jguburia 3 skolis biologi.Dzalian saintereso proektia, mitumetes dges.Me var Abxazetidan, da chemtvis omi sashileleba da vici rom omis saxe sashinelia, amis danaxvis sashvalebas mogvcems es proekti.Gisurvebt carmatebebs.
mogesalmebit kvelas; agvistos movlenebamde megona rom omi saqartvelohi agar ganmeordeboda....me movinaxule karvebis qalaqi, shevxvdi bevr usaxlkarod darchenil, gachirvebul adamians. es საშინელებაა.... ეს პროექტი ვფიქრობ რომ ძალიან დროულია და საინტერესო! ბავშვების უმეტესობამ უკვე კარგად გაიგო ომის ნამდვილი სახე. კარგი იქნება ყველამ თვალებში ჩახედოს სინანდვილეს და დაიძახოს - არა!!!!!!!!-
გისურვებტ ცარმატებებს!!!!
პატივისცემით მაკა ნუცუბიძე. სსიპ გორის #1 სკოლა. ინფ. მენეჯერი
მოგესალმებით. ჩვენ ძალიან ცოტა ხნის წინ ვნახეთ ომის ნამდვილი სახე,ცოტა ხნის წინ საქართველო ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე იდგა, ამიტომ ეს პროექტი სწორედ დროულია, ის კიდევ ერთხელ დაგვანახებს ომის უკიდურესად უარყოფით მხარეებს. ჩაგვაფიქრებს და გაგვაგებინებს მშვიდობის ფასს.პატ:ქ.გორის #1 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ქეთი ლობჟანიძე.
sainteresoa
sainteresoa da tkiviliani
გაფიქრებაც არ გვინდა იმაზე, რაც ცოტა ხნის წინ საქართველომ და განსაკუთრებით ჩვენმა მშობლიურმა ქალაქმა გადაიტანა.
მშვიდობას მაშინ ვაფასებთ, როცა ომს ვნახავთ, ასეთი რამ ღმერთმა სიზმარშიც არ გვაჩვენოს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ომის თემა ჩვენი ქალაქისთვის ძალიან აქტუალურია.
ქეთინო ცერაძე - ,,ირმის ნახტომის" ტრენერი
ომის თემა ყოველთვის მტკივნეული და აქტუალურია,ომს ბევრი ტკივილი და გაჭირვება მოაქვს,უფალი დაიფარავს საქარტველოს ამ ტკივილისგან.]მერთმა გვაშოროს ომი. 103_ე საჯარო სკოლა ნინო
დღევანდელ საქართველოში მეტად აქტუალური თემაა ,,ომის ნამდვილი სახე“. თითოეული ქართველისათვის ახლა უკვე მძფრად შეგრძნებული რეალობაა. აგვისტოს დღეებმა მკვეთრად დაგვანახა რამდენად მრისხანე და ულმობელია ომი, რამდენად დამანგრეველია ადამიანისათვის, როგორც ფიზიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით. მე-20, 21-ე საუკუნეებში მომხდარი ომების გაცნობისას კიდევ უფრო მეტად გაიგებენ მოსწავლეები ომის საშინელ ხასიათს, ჩასწვდებიან მის მიზეზებს, გაეცნობიან შედეგებს და კიდევ უფრო მეტად გაიგებენ მშვიდობის ფასს.
ძალიან ბევრის მომცემი იქნება მათთვის ამ თემაზე წაკითხული ლიტერატურა, შექმნილი ტილოების დათვალიერება, ფილმების ნახვა, თუნდაც ინტერვიუების აღება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისაგან. ყველაზე მეტად ქართლმა იგემა მთელი სიმძაფრით რუსების შემოსევის სისასტიკე, ნგრევა და მარადიორობის უღმერთოობა. ძლიერადაც შეიგრძნო ხალხმა მშვიდობის ფასი.
სამყაროს ტრაგედიაა, როცა მართლმადიდებლები ასე დაუნდობლად სწირავენ ერთმანეთს.
,,ღმერთო, რა კარგია სიცოცხლე, ომისა და მტრობის ვარამი რომ არ იყოს დედამიწაზე“ (ლ. გოთუა).
ლელა ბედოშვილი
გორის მე-9 საჯარო სკოლა
მათემატიკის მასწავლებელი
chemi azrit sheepereba dgevandel dges es proeqti.dalian saintereso oqneba masze mushaoba
ვფიქრობ ძალიან საინტერესო პროექტია, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას.თბილისი 180ე საჯარო სკოლა ლალი როინიშვილი.
ყველას უდიდეს მადლობას გიხდით ასეთი შინაარსიანი,გულიდან ტკივილით მომავალი,გულისშემძვრელი კომენტარებისათვის.
მათი წაკითხვის შემდეგ, მე უფრო მეტად განმიმტკიცდა ხვალინდელი მშვიდობიანი დღის რწმენა,რადგან თქვენი სახით მე დავინახე ადამიანები, რომლებმაც, ყველაფრის მიუხედავად,არ დაიკავეს პასიური პოზიცია და მზად არიან ამ პროექტში აქტიური მონაწილეობით მშვიდობისაკენ მოუწოდონ მთელს მსოფლიოს და ერთხმად თქვან:
ა რ ა - ო მ ს !
დ ე ი ყ ო ს - მ შ ვ ი დ ო ბ ა!
ომი ჩემთვის 1989 წელს დაიწყო, როცა სოხუმში 15-16 ივლისის არეულობა იყო.ჩვენი სკოლის მოსწავლეები იმუშავებენ ამ პროექტზე. რუსთავი №17 სკოლა , რუსუდან ბუიშვილი
ნანაკო და რუსი,
მიხარია რომ აპირებთ ჩაერთოთ ან უკვე მუშაობთ კიდეც ჩვენს პროექტზე.მაგრამ იმისათვის რომ ოფიციალურად დარეგისტრირდეთ , საჭიროა უფრო დაზუსტებული ინფორმაცია მომაწოდოთ ელ ფოსტაზე: რა საგანს ასწავლით, რამდენი ბავშვია თქვენთან ერთად ჩართული პროექტში, როდიდა დაიწყეთ ან იწყებთ მუშაობას პროექტზე?
მომწერეთ :elenkhachidze@gmail.com
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
mogesalmebit qalbatono elene,
gvsurs tqvens proeqtshi monawileoba. mushaobas vickebt 23 oqtombridan.
xelmdzgvaneli pedagogi: tamar nonikashvili / tamari.nonikashvili@gmail.com
istoriis pedagogi
proeqtshi monawile bavshvebis raodenoba jer-jerobit dauzustebelia, da mushaobis proceshi daematebian.
sofio somxishvili / sophio1986@gmail.com
ist menejeri
xidistavis sajaro skola
mogesalmebiT qalbatono elene!
gacvdit informacias proeqtze mushaobis dackebastan dakavshirebit:
1.sadzaglishvili natia
2.goris N8 sajaro skolis istoriis mascavlebeli
3. 11-12/VIIkl.
4.01.11-01.02
5.natiasad@gmail.com
სოფიო და ნათია გისურვებთ წარმატებებს პროექტზე მუშაობაში!!!
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
qalaq Tbilisis 169 skolam davicyet mushaoba am proektze meore msoplio omis shesaxeb. moscavleebi merve klasidan lile lolishvili, tatia mukbaniani, akaki gumberide. sainpormacio menejeri mako kikabidze.
ომის თემა საკმაოდ აქტუალურია.ჩვენ 207-ე საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ვერთვებით ამ პროექტში იმიტომ,რომ თბილისის სკოლებიდან ჩვენი სკოლაც მასპინძლობდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო ქართლიდან დევნილებს და გვაქვს საკმაოდ საინტერესო მასალა მათთან ინტერვიუები,ფოტო-მასალები და სხვა.
მასალებს უახლოეს დღეებში განვათავსებთ ბლოგის სახით.
207 საჯარო სკოლის მე-9 კლასიის მოსწავლეებს გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა ამ მასწავლებლებთან ერთად მაი ჟიჟილაშვილი.ლიკა ჩახაია.მარინა ჩორგოლაშვილითან ერთად. მოსწავლეები გიორგი ბერიასჰვილი. სალომე გელენიძე, ქეთი ტლაშაძე.გთხოვთ ჩაგვრთად პროეკში "ომის ნამდვილი სახე"
გამარჯობათ!
თითონ სიტყვა ომი რატომღაც ჩვენგან შორეული და არ გასაგები თემა მეგონა, მაგრამ რაც ამ 19 წლის მანძილზე გადავიტანეთ უკვე ძალიან ბევრია ასეთი პატარა ქვეყნისთვის. ახლა კი ჩვენს თავს ვნახეთ რაც ყოფილა.ახლაც მაშინებს სიტყვები " ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო!"
მე მგონი მეტად აქტუალური და საინტერესო პროექტია. ჩვენი სკოლის რამოდენიმე მასწავლებელი იწყებს ამ პროექტზე მუშაობას. საკმაოდ დაინტერესებულნი არიან მოსწავლეებიც. III კლასის მასწავლებელმა ნანა მეტრეველმა უკვე დაიწყო მუშაობა "ომის ნამდვილი სახე"- დღიურები. მე მგონი შედეგი საინტერესო გამოვა. დანარჩენი პედაგოგების მუშაობის შესახებ დაწვრილებით შეგატყობინებთ.
ნინო დათიაშვილი
გორის №3 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელი
სოფიო,ნათია,მაკა და ნინო,
სასიამოვნოა ,რომ არჩევანი ჩვენს პროექტზე შეაჩერეთ.
ჩვენ ყველას შეგვეხო ომი და სათქმელიც დაგვიგროვდა . . .
გისურვებთ საინტერესო მუშაობას პროექტზე.
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
სასიამოვნოა ,რომ ასე აქტიურად ჩაერთნენ პროექტში 207 საჯ,სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.ეს კიდევ ერთი დასტურია იმის,რომ ომი ყველას შეგვეხო იმის მიუხედავათ,თუ საქართველოს რომელ კუთხეში ვცხოვრობთ ჩვენ.ძალიან საინტერესო იქნება მათ მიერ მოძიებული მასალის ნახვაც.
წარმატებებს გისურვებთ და ერთი თხოვნა - დააზუსტეთ რომელი საგნების პედაგოგები ბრძანდებით ჩართულნი ამ პროექტში.
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
მოსწავლეები:გიორგი ბერიაშვილი,შორენა ცერცვაძე,
მასწავლებლები:მარინა ჩორგოლაშვილი(გეოგრაფია),შორენა ქოჩიაშვილი(ისტორია),ეთერი მერაბიშვილი(ქართული) ამოვიღეთ სამი ბავშვი ქეთი ტლაშაძე, სალომე გელენიძედა დიანა აზნარაშვილი.გამადლობთ რო ჩაგრთეთ.
ელენე ძალიან მომწონს თქვენი თემა.წარმატებები კველას ვინც მონაწილეობას იღებს ამ პროექტში.
შორენა ბეჟიტაშვილი
რუსთავი #23 სკოლა
მოგესალმები გიორგი,კიდევ ერთხელ გისურვებ პროექტზე ნაყოფიერ მუშაობას. მაგრამ ,მეჩვენება თუ მართლაც ასეა-თქვენს ჯგუფში მასწავლებლების რაოდენობა ჭარბობს ბავშვების რაოდენობას? . . .
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
მადლობთ შორენა ასეთი შეფასებისათვის. მეც ვუერთდები თქვენს სურვილებს და პროექტზე ყველა მონაწილეს და პირადად თქვენ გისურვებთ წარმატებებს.
კეთილი სურვილებით ელენ ხაჩიძე
didi madloba am temis wamowevistvis, agvistos movlenebis shemdeg martlac girs dafiqreba seriozulad rogor moviqcet rom chvens shvilebs omi tavidan avacilot.
38-e sajaro skolis ist menejeri anzori babunashvili
გეთანხმებით ბატონო ანზორ და დავამატებ,არა მხოლოდ დაფიქრება, არამედ მოქმედებაცაა საჭირო ,რათა არ განმეორდეს ეს საშინელება.იმედია ამ პროექტზე მუშაობით თითოეული ჩვენგანი შეიტანს მცირეოდენ წვლილს მაინც ამ მამულიშვილურ საქმეში.
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
ძალიან აქტუალური და თანამედროვე თემაა,ამავე დროს მტკივნეული.მე მსურს
მონაწილეობა მივიღო თქვენს პროექტში.
მოგესალმებით ქალბატონო მარინა,
სასიამოვნოა რომ გადაწყვიტეთ ჩვენს პროექტზე მუშაობა.იქნებ დააზუსტოთ ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის შესახებ.
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
მე-16 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები თქვენ პროექტში იღებენ მონაწილეობას. http://www.omi16.blogspot.com/
მადლობთ ქალბატონო ნინო თქვენი ბლოგის მისამართის მოწოდებისთვის.თქვენს და თქვენი ბლოგის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად დავდებთ პროექტის ბლოგზე.
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
omi saSinelebaa
ომი საშინელებაა ყველასთვის !
არ არსებობს დსამარცხებული და გამარჯვებული,
ომში ყველა თავდამსხმელი მორალურად დამარცხებულია.
ძალიან მინდა, რომ მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში.
მადლობა ქალბატონო ელენ ასეთი კარგი პროექტისთვის, გისურვებთ წარმატებებს.
გვფარავდეს უფალი
ციური ინასარიძე ხაშურის მე-7 სკოლის ისტ მენეჯერი
7.11.2008 წელი
ფორუმში ჩართვისთანავე სადისკუსიო თემად ავირჩიე “ომის სჰემდეგ განცდილი და ნანახი“, ალბათ ინიტომ, რომ 8 აგვისტოს შემდგომმა პერიოდმა ჩემში და ჩემს მოსწავლეებში დიდი ტკივილი დატოვა...შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს თქვენი ბლოგის თემა ყოფილა, ამიტომ სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ამ პროექტში.
თამარ ჯოლბორდი, გორის X საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი
გამარჯობა თამარ,
როგორღაც ეჭვი არ მეპარებოდა,რომ ამ პროექტზე მუშაობას ისურვებდი, რადგან მე მახსოვს თქვენი ცრემლით დანამული თვალები, როდესაც ტრენინგზე სადისკუსიო თემის პრეზენტაციას ახდენდით...თქვენ, მე და კიდევ საქართველოს უამრავ მოქალაქეს გვაქვს ამ ტკივილიან თემასთან დაკავშირებით დაგროვილი სათქმელი. . .სწორედ აქაა ის ადგილი სადაც ჩვენ შეგვიძლია გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ტკივილი, ნააზრევი,იმედი და ა.შ.. .
იქნებ ვიპოვოთ გზა-რომელიც ჩვენს შვილებს დაანახვებს, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ მშვიდობას მთელ დედამიწაზე,გზა-რომელიც მიგვიყვანს ღვთისშობლის ტაძრამდე. . .
უკეთესი მომავლის იმედით,
ელენე ხაჩიძე
გმადლობთ ქალბატონო ციური პროექტის ასეთი შეფასებისთვის.ასევე წარმატებებს და უფლის მფარველობას გისურვებთ თქვენ.
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
მოგესალმებით ქალბატონო ელენე,მეტად აქტუალური თემა შეგირჩევიათ. ახლო წარსულში, ჩვენ, ქართველებმა საშინელი რამ გამოვცადეთ. ღმერთმა გვაშოროს ომი....აღარ გვინდა.ალბათ თქვენი პროექტიც, ომის წინააღმდეგ გამოძახილია.
თამუნა ხადური
ხაშურის მე-6 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
vickebt proeqtze mushaobas. q. rustavis 18-e sajaro skola.
ომი კატასტროფაა. ჩვენმა თაობამ ისედაც ბევრი უბედურება ნახა. საკმარისია
ქალბატონო ნინო რუსთავის 18-ე სკოლიდან, იმისათვის რომ დარეგიტრირდეთ,როგორც ამ პროექტზე მომუშავე სკოლა,საჭიროა მოგვაწოდოთ ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის შესახებ და გეგმა-რა სახით აპირებთ პროექტზე მუშაობას.
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
მადლობა ელენ იმ თანადგომისათვის რაც თქვენმა კომენტარმა მაგრძნობინა, მართლაც უცრემლოდ ვერ შევძელი ჩემი სადისკუსიო თემის- ომის შემდეგ განცდილი და ნანახი პრეზენტაცია. თქვენ რომ ჩემი სკოლაში ხეობიდან-აჩაბეთიდან და კეხვიდან დევნილი მოსწავლეების თვალებში ჩაგახედათ მიხვდებოდით ჩემს განცდებს, ამან უფრო გადამაწყვეტინა თქვენს პროექტში ჩართვა, ვიმედოვნებ რომ ჩვენი ბავშვები ამ ომს სულ სხვა კუთხით დაგვანახვებენ.
თამარ ჯოლბორდი, გორის x საჯარო სკოლა, ისტ მენეჯერი
კოლეგებო!
აქ ვდებ მესიჯებიდან რამდენიმე ამონარიდს,გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით:
"ჩემი აზრით ეს თემა ყოველთვის იდგა,მაგრამ ამდენი საინფორმაციო საშუალება არ იყო და მსოფლიოში მიმდინარე ომების შესახებ სხვა ქვეყნებმა ნაკლებად იცოდნენ."
"რას აპირებთ იმისათვის რომ ჩვენი სიმართლე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს უცხოელებისათვის?"-საინტერესო შეკითხვაა და იმედი გვაქვს თქვენი აქტიური პოზიციით დაგვეხმარებით მასზე პასუხის გაცემაში.
იმედი გვაქვს პროექტზე ნამუშევრები იქნება არა მხოლოდ ქართულ ენაზე.ველით ნამუშევრებს ინგლისურ,რუსულ და სხვა ენებზეც.
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
zvirfasebo.207-e skolidan ramodenime gundia chartuli proeqtshi.blogebis misamartebic gadmogigzavnet.samwuxarod,mxolod erti gundia dafiqsirebuli da isic,blogis misamarti ar devs.
მაიკო სალამი,
სამწუხაროდ მე მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს თქვენს შესახებ,რაც ბლოგზე დევს.იქნებ ერთხელ კიდევ გადმოგზავნოთ ჯგუფების და ბლოგების შესახებ ინფ. და აუცილებლად განვათავსებ ბლოგზე.
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
chemo elene didi siamovnebit chavertvebi tqvens proektshi chems bavshvebtan ertad. martalia rtulia omze laparaki, magram vfiqrob tema saintereso iqneba.marika sadzaglishvili goris # 5 sajaro skola.
დიდი მადლობა მარიკა პროექტისადმი ყურადღების გამოჩენისათვის.ველი თქვენი სამუშაო ჯგუფის და გეგმის შესახებ სრულ ინფორმაციას.
პატივისცემით ელენე
ქალაქ რუსთავის მე-18-ე საჯარო სკოლამ დაიწყო მუშაობა პროექტზე:ომის ნამდვილი სახე. სკოლის IT მენეჯერი: ნინო მჭედლიძე
mogesalmebit qalbatono elene gmadlobt rom gvexmayrebit did gancdit da interesit movekidet proeqts arvart sakmarisi moswavleebi vinc vart.gmadlobt.pasuxs moutmenlad velodebit.
ელენე როგორ ბრძანდებით?ნეტავ იცოდეთ მოსწავლეებში როგორი დაინტერესება გამოიწვია თქვენმა პროექტმა.ელენე თუ შეიძლება დეკემბრიდან რო ჩავერთოთ თქვენს პროექტში.
კი უკვე ვმუშაობთ, მაგრამ ვინაიდან ჩვენ სკოლაში მოსწავლეებს უძნელდებათ მუშაობა, კარგი იქნება თუ სამუშაოთ ცოტა მეტ დროს მივცემდით.პატივისცემით თეა ხუროშვილი მე-7 სკოლის მენეჯერი.
მოგესალმებით ქალბატონო ელენე.ვერთვები თქვენს პროექტში. ვფიქრობ, რომ გავაკეთო პროექტი II
მსოფლიო ომის თემაზე.ჯერ მარტო იმიტომ, რომ
ჩემი პაპა ამ ომში დაიკარგა და ჩემი ოჯახი ყოველთვის ცოცხალს ელოდებოდა, რომ გამოჩნდებოდა. ომი საშინელებაა, იგი თავს დაგვატყდა XXI საუკუნეშიც.ჯგუფში მყავს 8 ბავშვი.შევიმუშავეთ გეგმა. მოკლედ გაგაცნობთ.
გადავხედავთ ისტორიულ წყაროებს,მოვიძიებთ ინტერნეტში მასალებს.
რა იყო ამ ომის დაწყების მიზეზი.
რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა და რა წვლილი მიუძღვით ამ სახელმწიფოებს.
სსრკ -ს რესპუბლიკების მონაწილეობა.
რა გავლენა იქონია ამ ომმა ხალხზე და რა კვალი
დატოვა
.მოვძებნით პასუხს კითხვაზე: შეიძლებოდა თუ არა
ამ ომის თავიდან აცილება.
მოვიძიებთ ფოტო და ვიდეო მასალებს, ავიღებთ ინტერვიუს, შევქმნით ნახატებს, გავაკეთებთ ესეების კონკურს და კიდევ ბევრ რამეს. უფრო ჩამოვყალიბდებით და თანდათან გაგაცნობთ დაწვრილებით.და მაინტერესებს ზუსტი დრო. გთხოვთ გამომეხმაუროთ პატივისცემით მარიკა საძაგლიშვილი გორის #5 საჯარო სკოლა
ქალბატონო ნინო რუსთავის 18-ე სკოლიდან,
განმეორებით გეხმაურებით-იმისათვის რომ დარეგიტრირდეთ,როგორც ამ პროექტზე მომუშავე სკოლა,საჭიროა მოგვაწოდოთ ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის შესახებ, გეგმა-რა სახით აპირებთ პროექტზე მუშაობას,ბლოგის ლინკი,რომელზეც განათავსებთ თქვენს ნამუშევრებს.
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
გიორგი ბერიაშვილს,
მიხარია რომ ასეთი ინტერესით მოეკიდეთ პროექტზე მუშაობას,გთხოვთ მომწერეთ ბლოგების მისამართები, რომ ლინკები მივაბა საიტს.
საუკეთესო სურვილებით, ელენე ხაჩიძე
კი თეა,
რა თქმა უნდა შეიძლება პროექტზე მუშაობის დაწყება დეკემბრიდან, მითუმეტეს, თქვენ თვითონ ხართ ომის შედეგად დაზარალებული სკოლიდან. მოხარული ვარ, რომ პროექტმა ასეთი ინტერესი გამოიწვია თქვენს მოსწავლეებში.
პატივისცემით,ელენე ხაჩიძე
სალამი ჩემო მარიკა,
მიხარია, რომ მოქმედების გეგმა შეიმუშავეთ და გუნდებიც ჩამოაყალიბეთ.
სიამოვნებით გავეცნობი შემდგომ ნაბიჯებსაც,თუ მომაწოდებთ ბლოგის ბმულს, რომელიც აუცილებლად განთავსდება "ომის ნამდვილი სახის" ბლოგზე.
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
me vfiqrob omis tema dalzed aqtualuria dges amitomac cvenma skolam gadatkvita gvemusava am proeqtze da gagvego bavshvebis tvalit danaxuli omis mtare sinamdvile 75-e skola
მუშაობას ვიწყებთ 24 ნოემბრიდან 75-ე საჯარო სკოლა
ძალიან საინტერესო პროექტია
მოგესალმებით,ჩვენი პროექტის მონაწილეებო 75-ე სკოლიდან მოხარული ვარ რომ არჩევანი "ომის ნამდვილ სახე"-ზე შეაჩერეთ.უკეთესი იქნება თუ თქვენს და თქვენი სამუშაო პროცესის შესახებ ცოტა მეტ ინფორმაციას მოგვაწვდით.
საინტერესო იქნება ყველას გაგვიზიაროთ თქვენი ბავშვების თვალით დანახული ომის მწარე სინამდვილე.
პატივისცემით,
პროექტის ფასილიტატორი ელენე ხაჩიძე
ელენე შევცვალე და ახალი ლინკი მაქვს.თქვენც შეცვალეთ თქვენ ბლოგზე.პატივისცემით თეა ხუროშვილი
ქალბ. ელენე დავიწყეთ ბლოგის შექმნა და თანდათან გავამდიდრებთ მასალებით.
პატივისცემით ქ. გორის #3საჯ.სკოლის პედაგოგი ელენე ბეთლემიშვილი. გიგზავნით ბლოგის ლინკს:http://omissaxe3.blogspot.com/
თეა და ელენე მადლობთ აქტიურობისთვის,დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს თქვენს ბლოგებს.
პატივისცემით ელენე ხაჩიძე
es tema umnishvnelovanesi da aqtualuria saqartvelosatvis da qartveli erisatvis,radgan kidev ertxel gadavavlebt tvals chveni samshoblosa da cinaprebis ganvlil gzas.
მოგესალმებით პროექტში მონაწილე ძვირფასო პედაგოგებო და მოსწავლეებო!
თუ შეიძლება მომწერეთ, როგორ მიდის პროექტზე მუშაობის პროცესი თქვენს სკოლაში?
რა გეგმები გაქვთ ?
რამდენად აქტიურობენ ბავშვები?
მომწერეთ ბლოგების მისამართები, რომ თქვენი ნამუშევრები განვათავსო ვებ-საიტზე
პატივისცემით,
ელენე ხაჩიძე
ომის ნამდვილი სახე ჩვენ კარგად ვნახეთ აგვისტოშო. ღმერთმა გვაკმაროს!
გამარჯობა, ხათუნა, ავირჩიეთ თქვენი პროექტი,ლიტერატურული ნაწარმოებებისა და რეალობის შეჯერების შედეგად გავაანალიზებთ ომის საშინელებას,კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ომი ყველა ეპოქაში ერთნაირად სპობს სიცოცხლეს და ბარბაროსობაა. ელისო ლობჟანიძე 83-ე საჯარო სკოლა
დიდი ბოდიში სახელის შეცდომით დაფიქსირებისთვის,წერილს ვუგზავნიდი მაკას და დავწერე ხათუნა, იმედია მომიტევებთ.ელისო ლობჟანიძე.83-ე სკოლა
გილოცავთ ბარბარობას ჩვენო ძვირფასო პროექტის მონაწილეებო!
ელენე და მაკა
ელენე და მაკა!
ჩვენი სკოლის პროექტის მონაწილე ბავშვების სახელით გილოცავთ ბარბარობას, გისურვეთ მშვიდობას და ყოველივე კარგს!
პროექტზე ვმუსაობთ, ალბათ უკვე ხვალ განვატავსებთ ნამუშევარს. ჩვენი ბლოგის სათაური "ომის ნამდვილი სახე 10" შევცვალეთ და დავარქვით "ტრაგედია, რომელიც აღარ მინდა რომ განმეორდეს", რომლის ლინკია http://icttrainingtamariangelina.blogspot.com/ პატივისცემით თამარი ჯოლბორდი და ანგელინა დავითიშვილი
გამარჯობათ ელენე და მაკა, ჩვენი 83-ე საჯარო სკოლის მე 9 კლასი მუშაობს თქვენს პროექტზე.ვმუშაობთ ქართული ენისა და ლიტერატურის კუთხით. ნაწარმოებებიდან უნდა ამოვკრიბოთ ბატალური სცენები. გთხოვთ დაგვამატოთ მუშა სკოლებს. ელისო ლობჟანიძე.
გავეცანი თქვენს პროექტს და ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე თქვენი პროექტი განვახირციელოთ ჩვენს სკოლაში. პროექტი ეძღვნება თანამედროვე საკითხებს რაც უფრო საინტერესოს ხდის მას.
ტირძნისის საჯარო სკოლის ისტ. მენეჯერი ზეინაბ ჯალაბაძე
ქალბქტონო ელენე დიდი მადლობა საინტერესო პროექტისთვის, რადგან საშვალება გვეძლევა კარალეთის საჯარო სკოლის მასწავლებლებს მასზე ვიმუშაოთ.
აუცილებლად დაგამატებთ ელისო,
კარგი იქნება თუ თქვენს ნამუშევრებს განათავსებთ ბლოგზე და ლინკს გამოგვიგზავნით, ასე უფრო მეტს შევიტყობთ პროექტზე თქვენი მუშაობის შესახებ და შევძლებთ მოგცეთ სასარგებლო რჩევები.
გისურვებთ წარმატებებს!
ელენე და მაკა
ზეინაბ და ეკა!
მადლობა თქვენ, რომ მუშაობთ პროექტზე!
ელენე
elene rogorxar?imedia kargad iqnebi.didi xani a vegar gamogexmaure.elene Zvirfaso chveni erti maswavlebeli ertveba maia mixanashvili.ertad vimushavebt da dagvaregist5rire.kargad shexvedramde.pativiscemit tea
თეა მადლობა მოკითხვისთვის :),თავად ხომ კარგად?
თეა ერთი რამ დამიზუსტე-ეს თქვენი სკოლიდან ამ პროექტზე მომუშავე მე-2 ჯგუფია?
სალამი სოფო 75 საჯ სკოლიდან,
დიდი მადლობა თქვენი ნაშრომისთვის, გავეცანი და მინდა ვთქვა, შემძრა ტექსტის შინაარსმა და ფოტოებმა, იმდენად დიდი ტკივილითაა ნათქვამი სიტყვები "27 სექტემბერს საქართველომ დაკარგა აფხაზეთი. . . " და იმდენად დიდი თავგანწირვით-სიტყვები " ჩვენ დავბრუნდებით! ..." რომ, მეც მინდა ვიწამო რომ ეს მართლაც ასე იქნება არც თუ შორეულ მომავალში.
ელენე ხაჩიძე
სამწუხაროდ პროექტის გახსნა თითქოს სულ ერთი და იგივენაირად-დღიურებისა და ჩანაწერების სახით ხდება, მაშინ როცა უამრავი აქტივობა შეიძლება იქნას გამოყენებული, ეს აქტივობები თვით პროექტშიცაა შემოთავაზებული .
იმისათვის რომ პროექტს კიდევ უფრო მეტი საინტერესო ნამუშევარი შეემატოს და კიდევ უფრო ყველა კუთხით გავხსნათ “ომის ნამდვილი სახე”, გთავაზობთ დავასახელოთ ორიგინალური თემების სათაურები. შევთანხმდეთ ყველა სათაური დაიწყოს ასე:
“ო მ ი და . . .
მაგალითად: "ომი და ფოტოხელოვნება"
თქვენ რას შემოგვთავაზებთ?
ელენე დიდი მადლობა თქვენი რჩევებისთვის აუცილებლად გავითვალისწინებთ იმდენად საინტერესო პროექტია რომ მთელი სკოლა აქტიურად ჩავებიტ დიდი მადლობა თქვენ ასეთი საინტერესო პროექტისათვის
სოფო მოხარული ვარ, რომ პროექტმა ასეთი ინტერესი გამოიწვია თქვენი სკოლის ბავშვებსა და მასწავლებლებში.სიამოვნებით გავეცნობი თქვენს ნამუშევარს დასრულებული სახით. თუ რაიმე შეკითხვები გაგიჩნდებათ მუშაობის პროცეში, მკითხეთ, სიამოვნებით გიპასუხებთ.
პატივისცემით,
ელენე ხაჩიძე
გამარჯობა შორენა,
როგორ ხარ? თუ არ ვცდები, ჩვენ ერთმანეთი გავიცანით სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე. მე მშვენივრად მახსოვს თქვენი სიტყვები-"რომ პროექტში ჩართვამ ზოგიერთ "ზარმაცუნა" ბავშვს კვლავ წიგნი ააგებინა ხელში. . .", რამაც ძალიან გამახარა-ალბათ დამეთანხმებით, რომ ესაა ყველაზე დიდი ჯილდო ჩვენთვის -პედაგოგებისათვის- შევაყვაროთ ბავშვებს წიგნებზე და სხვა ინფორმაციის წყაროებზე მუშაობა.
მოგესალმებით სოფო 75-ე საჯარო სკოლიდან თქვენი რჩევები გავითვალისწინე და ნამდვილად უფრო საინტერესო გახდა ჩვენი პროექტი დიდი მადლობა
სოფო მიხარია თუ რამით დაგეხმარეთ :)
პროექტზე სიახლეებია - შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში, კონკურსის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ
http://pirobebi.blogspot.com/
ან აქ
http://konkursispirobebi.blogspot.com/
გისურვებთ წარმატებებს .
ელენე
გამარჯობა, ქ-ნო ელენე, გწერთ ნანა ცანავა, ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლიდან. მე ჩართული ვარ თქვენს პროექტში ,,ომის ნამდვილი სახე". შევქმენი ბლოგი, რომლის მისამართსაც ახლა გიგზავნით. გთხოვთ უზრუნველყოთ მისი განთავსება თქვენს პროექტში.http://intervencia.blogspot.com/
პატივისცემით ნანა ცანავა
მადლობთ ქალბატონო ნანა, უკვე განვათავსეთ.
პატივისცემით, ელენე ხაჩიძე
მოგესალმებით ელენე როგორხართ?კიდევ ერთი მასწავლებელი ერთვება თქვენს პროექტში ქართულის პედაგოგი მედეა სუხაშვილი,ტექნიკურ დახმარებას მე გავუწევ.გთხოვ დადო ლინკი http://gorischool7-tea.blogspot.com/
მეორე ბლოგიც მაქვს მიხანაშვილის და იმასაც გამოგიგზავნი.
პატივისცემით თეა ხუროშვილი
მოგესალმებით ელენე როგორხართ? იმედია კარგად იქნები.ჩვენი კიდევ ერთი მასწავლებელი ერთვება პროექტში ქართულის პედაგოგი მედეა სუხაშვილი ტექნიკურ დახმარებას მე გავუწევ
http://gorischool7-tea.blogspot.com/
მიხანაშვილის ბლოგიც დავიწყეთ და ლინკს გამოგიგზავნი .
პატივისცემით თეა ხუროშვილი
ყოჩაღ თეა! მიხარია შენი აქტიურობა. მაგრამ ერთი რამ დამიზუსტე: თქვენი სკოლიდან 3 ნამუშევარი იქნება ამ პროექტზე?-ამ ნამუშევრის
http://chvenitvalitdanaxuliomi.blogspot.com/გარდა კიდევ 2?
და კიდევ, გთხოვ ურჩიო პროექტის მონაწილეებს ყურადღებით გაეცნონ პროექტზე დადებულ კონკურსის პირობებს, იქ ბევრ საინტერესოს ნახავენ.
ელენე
მოგესალმებით, ელენე!
გმადლობთ თქვენი კომენტარისათვის.
დავათვალიერე თქვენი და კონკურსში მონაწილეების ბლოგები. ძალიან საინტერესო პროექტია და ნამდვილად წარმოადგენს Web 2.0 ტექნოლოგიების გამოყენების კარგ ნიმუშს. გისურვებთ წარმატებებს ამ სასარგებლო საქმიანობაში.
პატივისცემით, ჯემალ გოჯიაშვილი.
პროექტის ძვირფასო მონაწილეებო,
საქართველოს სკოლებში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის გამო, სკოლების უმეტესობამ ვერ შეძლო საკონკურსო პირობების შესაბამისი ნამუშევრების წარმოდგენა,რის გამოც ჟიურის წევრებისა და კონკურსის ორგანიზატორების საერთო გადაწყვეტილებით კონკურსის ფინალი ოქტომბრისთვის გადაიდო.
პატივისცემით,
კონკურსის ორგანიზატორები
Отправить комментарий