პროექტის სახელი: ”ომის ნამდვილი სახე”
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეეები განიხილავენ XX ,XXI საუკუნეებში მომხდარ ომებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს: I მსოფლიო ომს,II მსოფლიო ომს, ვიეტნამის ომს, აფხაზეთის ომს და ახლანდელ რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს. . .
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეეები ჩაატარებენ ომის ისტორიულ კვლევას და შეეცდებიან მოძებნონ პასუხი შემდეგ კითხვებზე:
- როდის მიმდინარეობდა ეს ომი?
- რა იყო ამ ომის მიზეზი?
- რომელი სახელმწიფოები იყვნენ ამ ომში ჩართულნი?
- შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?
- რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ამ ომების ისტორიიდან, რა შეიძლება ვიღონოთ მსოფლიოში მშვიდობის დასამკვიდრებლად?
მონაწილეები მოახდენენ ომის ვიზუალიზაციას: ნახატების(მაგ.გრაფიტის სტილში), სპექტაკლების, წარმოდგენა-პერფომანსის, ფოტო-კოლაჟების საშუალებით .
მოუსმენენ ომის თემატიკის მუსიკალურ კომპოზიციებს(მაგ. ხალხურ და სხვა სტილის სიმღერებს " Pink floid"-"The final cut", "შავლეგო" . . .)
ნახავენ ამ თემატიკაზე შექმნილ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს (მაგ.მხატვრული ფილმები: “ჯარისკაცის მამა”, "ღიმილის ბიჭები", "გასეირნება ყარაბახში", შინდლერის სია", "ფორესტ გამპი", “ გზა გვანტანამოსკენ" . . . დოკ. ფილმები: "უხილავი ომი", "ნადირობა ჰიტლერის მეცნიერებზე" . . .) რის შემდეგაც სხვადასხვა ფორმით შეეცდებიან შთაბეჭდილებების გადმოცემას (ესე, ნახატი, აპლიკაცია).
ასევე განიხილავენ ომის თემატიკაზე შექმნილ მხატვრების ტილოებს (მაგ. ფიროსმანის, ედგარ მუნკის "ყვირილი", პიკასოს "გერნიკა", სალვადორ დალის "ომის სახე", "სამოქალაქო ომის წინათგრძნობა" , ვერეშაგინის “ომის აპოთეოზი”. . . ).
წაიკითხავენ და მოაწყობენ დისკუსიას ომის თემატიკაზე შექმნილ პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებზე: (მაგ.ტოლსტოის, ჰემინგუეის,რემარკი,ასათიანი,ნიშნიანიძე . . .)
აიღებენ ინტერვიუებს II მსოფლიო,ერაყის, აფხაზეთის მონაწილეებისაგან ,შექმნიან ბუკლეტს,
დასდებენ მოწოდებას www.petition.ge -ზე (მაგ. საქართველოში რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ! . . , No war! . . .)
მონიშნავენ http://www.panoramio.com/ -ზე იმ სახელმწიფოების ტერიტორიებს, რომლებიც ხვადასხვა ომების დროს საომარ მოქმედებებში იყვნენ ჩართულნი.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 8-10, 11-12, 13-17 // III-V, VI-VII, VIII-XII
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე(ნებისმიერი 3 თვე სასწ. წლის განმავლობაში
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ნახატების, ესეების კონკურსი; ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, ინტერვიუები, დისკუსიები, სპექტაკლი, წარმოდგენა-პერფომანსი, ფილმების განხილვა, მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა, დისკუსია მაგ.თემაზე-"ომი და ეკოლოგია", "ომი და რელიგია". . . სამხედრო-პატრიოტული თამაშობების ჩატარება, შიდა-სასკოლო გუნდური წერა თემაზე “ომის ნამდვილი სახე”. . .
მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი: ნახატები, ესეები, სლაიდ შოუ,სპექტაკლი ,
ფოტო-კოლაჟი, ვიდეო-ფილმი, პრეზენტაცია, ლექსი, წარმოდგენა-პერფომანსი, ესე, საიტი, ბლოგი, ელ.ჟურნალი, ბუკლეტი, პეტიცია, გუნდური ნაწარმოები თემაზე “ომის ნამდვილი სახე. . .”
სარგებელი სხვებისთვის: ადამიანები რომლებიც გაეცნობიან პროექტის შედეგებს (ნახატებს, ესეებს, ფოტო და ვიდეომასალებს. . .) დაინახავენ, თუ რა შემზარავი სახე აქვს ბავშვების თვალებით დანახულ ომს და მომავალში შესაძლო მსგავს კონფლიქტურ სიტუაციებში, იქნებიან უფრო ფრთხილები და უფრო იოლად მოძებნიან უომრად შეთანხმების გზებს.
სამუშაო ენა:
ქართული
ინგლისური
რუსული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში:
- ლიტერატურაში(განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს: წერას, კითხვას, მოსმენას,საუბარს. შესძლებენ ნაწარმოებში ასახული მოვლენებისა და პრობლემების სუბიექტურ გამოცდილებასთან უკეთესად დაკავშირებას.),
- ისტორიაში (შეისწავლიან ისტორიულ კვლევასა და ინტერპრეტაციას- კონფლიქტების მიზეზებს, განვითარებასა და შედეგებს, დაახასიათებენ საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის საჭირო პირობებს, გაუჩნდებათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღების სურვილი),
- ხელოვნებაში (ომის თემაზე შექმნილი ნახატების,მუსიკალური კომპოზიციების, კინო-ფილმებისა თუ ლიტერატურული ნაწარმოებების მიმოხილვით, სპექტაკლის,წარმოდგენა-პერფომანსის ,ნახატების შესრულებით, ფოტო - ვიდეო გადაღებებით შესძლებენ ამ საგნის უნარების გაუმჯობესებას).
- სამართალში (მოიძიებენ ომის განმავლობაში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონების დარღვევის ფაქტებს).
- ეკოლოგიაში (განიხილავენ ომის განმავლობაში მომხდარი ეკოლოგიური კრიზისის ფაქტებს,განიხილავენ გარემოს დაცვის პრობლემებს)
- გეოგრაფია(გაიუმჯობესებენ რუქაზე ორიენტირების უნარს, დაიტანen კონტურულ რუკაზე საზღვრებს)
- უცხო ენები (გაიუმჯობესებენ ენების ცოდნას)
- რელიგია (მიმოიხილავენ რელიგიურ ასპექტს ომის მიმართებაში)
- ფიზიკური აღზრდა (მიმოიხილავენ ოლიმპიური თამაშების ისტორიას, ჩაატარებენ აქტივობას სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების აღზრდის მიზნით)
- ისტ.ტექნოლოგიებში ( გაიუმჯობესებს სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის უნარებს:Power Point,Mowie Maker, Picture Manager. . .)
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
- ქ. კიევის №280 ლიცეუმი
- ქ.თბილისის№16 საჯარო სკოლა - რუსუდან ხმიადაშვილი - ისტორიის პედაგოგი.
- ქ.თბილისის №16 საჯარო სკოლა - იზოლდა ჯმუხაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
- ქ.თბილისის №63 საჯარო სკოლა-ქეთი ღონღაძე - ფიზიკის პედაგოგი
- ქ.თბილისის №75 აჯარო სკოლა - სოფო ლატიპაშვილი
- ქ.თბილისის №78 საჯარო სკოლა - მთვარისა უგულავა - ისტორიის პედაგოგი
- ქ.თბილისის №78 საჯარო სკოლა - მაია ბაზღაძე
- ქ.თბილისის № 82 საჯარო სკოლა - ია აფთარაშვილი -ინფ მენეჯერი
- ქ.თბილისის № 83 საჯარო სკოლა - ელისო ლობჟანიძე
- ქ.თბილისის №143 საჯარო სკოლა - მაია კობახიძე - ინფ. მენეჯერი.
- ქ.თბილისის № 144 საჯარო სკოლა - მარი გამცემლიძე
- ქ.თბილისის №152 საჯარო სკოლა - ცისანა კიკვილაშვილი
- ქ.თბილისის №165 საჯარო სკოლა - ნინო სახელაშვილი ისტორიის პედაგოგი
- ქ.თბილისის №166 საჯარო სკოლა - ირმა გოცირიძე - ხელოვნების პედაგოგი
- ქ.თბილისის №169 საჯარო სკოლა - მაკო კიკაბიძე - ინფ. მენეჯერი
- ქ.თბილისის №170 საჯარო სკოლა - სიუზანა გენგაშვილი - ინფ. მენეჯერი,ლ.შაუთიძე- ისტორიის პედაგოგი
- ქ.თბილისის №177 საჯარო სკოლა -
- ქ.თბილისის №180 საჯარო სკოლა - ლალი როინიშვილი -
- ქ.თბილისის №181 საჯარო სკოლა - ხათუნა მეტონიძე - ქართული ენისა და
ლიტერატურის პედაგოგი - ქ.თბილისის №182 საჯარო სკოლა- მაკა ღლონტი - ინგლისური ენის პედაგოგი
- ქ.თბილისის №182 საჯარო სკოლა-ნინო თხელიძე - ინფ. მენეჯერი
- ქ. თბილისის №182 საჯარო სკოლა-ელზა რუხაძე -ინგლისურის პედაგოგი
- ქ. თბილისის №207 საჯარო სკოლა - მაია ჟიჟილაშვილი, ლიკა ჩახაია, მარინა
ჩორგოლაშვილი - ქ. თბილისის №207 საჯარო სკოლა
- ფოტომოყვარულთა საინიციატივო ჯგუფი
- ქ. გორის №1 საჯარო სკოლა - ცერაძე ვალერი-ისტორიის პედაგოგი,მაკა
ნუცუბიძე-ინფორმაციული მენეჯერი - ქ.გორის №1 საჯარო სკოლა-ეთერ არჩვაძე - ისტორიის პედაგოგი
- ქ.გორის №3 საჯარო სკოლა - ქეთინო გორგიშელი - დაწყ. სკოლის პედაგოგი
- ქ.გორის №3 საჯარო სკოლა - ნანა მეტრეველი - დაწყ. სკოლის პედაგოგი, ნინო დათიაშვილი-ინფ. მასწავლებელი
- ქ.გორის №3 საჯარო სკოლა - ქეთინო თოდაძე - ფიზ. აღზრდის პედაგოგი
- ქ.გორის №3 საჯარო სკოლა - თეა კასრაძე - ისტორიის და რელიგიის პედაგოგი
- ქ. გორის №4 საჯარო სკოლა -მანანა მუზაშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის
პედაგოგი - ქ. გორის №4 საჯარო სკოლა - ანა სრესელი - სამართლის პედაგოგი
- ქ.გორის №6 საჯარო სკოლა - იულიანა პეტროვა- რუსული ენის პედაგოგი
- ქ . გორის№7 საჯარო სკოლა - მაია მიხანაშვილი,თეა ხუროშვილი - ინფ. მენეჯერი
- ქ. გორის №8 საჯარო სკოლა - ნათია საძაგლიშვილი - ისტორიის პედაგოგი
- ქ. გორის №9 საჯარო სკოლა
- ქ.გორის №10 საჯარო სკოლა - თამარ ჯოლბორდი - ინფ მენეჯერი, ანგელინა დავითიშვილი- ისტორიის პედაგოგი.
- ქ. გორის №12 საჯარო სკოლა - ეკა მაისურაძე - ისტორიის პედაგოგი
- ხიდისთავის საჯარო სკოლა - თამარ ნონიკაშვილი - ისტორიის პედაგოგი-
სოფიკო სომხიშვილი-ინფ. მენეჯერი - ხელთუბნის საჯ.სკოლა - ბელა ჩადუნელი - სტორიის პედაგოგი,შალვა იოსებიძე - ინფ.მენეჯერი
- ტირძნისის საჯ.სკოლა - ზეინაბ ჯალაბაძე - ინფ.მენეჯერი
- კარალეთის საჯ. სკოლა
- ქ.რუსთავის №2 საჯარო სკოლა - ბედენაშვილი ხათუნა - ინგლისური
ენის პედაგოგი - ქ..რუსთავი №17 საჯარო სკოლა - რუსუდან ბუიშვილი
- ქ.რუსთავის №18 საჯარო სკოლა - ნინო მჭედლიძე - ინფ.მენეჯერი
- ქ.რუსთავი №20 საჯარო სკოლა - ნანა ბიჭიაშვილი - ისტორიის პედაგოგი
- ქ. რუსთავის№22 საჯარო სკოლა - ჩხიკვიშვილი ქეთევანი - დაწყ. სკოლის
პედაგოგი - ქ.რუსთავის №23 საჯარო სკოლა -შორენა ბეჟიტაშვილი
- ქ. ხაშურის №7 საჯარო სკოლა -მაყვალა ტალახაძე ისტორიის პედაგოგი, ციური ინასარიძე ინფ მენეჯერი, მათემატიკა-ფიზიკის პედაგოგი
- ქ. ხაშურის №6 საჯ.სკოლა - მანანა კაპანაძე
- ქ. ქუთაისი №21 საჯარო სკოლა -ნანა ცანავა-ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
- ქ. ბათუმი №2 საჯარო სკოლა
პროექტის ფასილიტატორი სახელი: ელენე ხაჩიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: elenkhachidze@gmail.com /
პროექტის ფორუმი: დისკუსია “Iearn” - ზე პროექტი: "ომის ნამდვილი სახე"
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
faceofware.blogspot.com
პატივცემულო მასწავლებლებო და მოსწავლეებო, თქვენი ნამუშევრები უნდა გამოაქვეყნოთ https://www.blogger.com/start-ზე შექმნილ საიტზე, რის შემდეგაც უნდა შემატყობინოთ თქვენს მიერ გაკეთებული ბლოგების ბმულები ჩემს ელფოსტაზე ან პროექტ: "ომის ნამდვილი სახე"-ს დისკუსიაში.
პატივისცემით,
ელენე ხაჩიძე